ბორჯომი

ლიკანში კორპუსში აფეთებისას დაშავებული ქალი დაიღუპა

TV ბორჯომი

ლიკანში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გრადაიცვალა. 

ექიმების ცნობით, 75 წლის ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"პაციენტი შემოიყვანეს ბორჯომის ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში. მრავლობდითი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიებები ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში. პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა".- აღნიშნა კლინიკის დირექტორმა, დავით ბარამიძემ. 

შენობიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია, კორპუსს კი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კომენტარები