ბორჯომი

ლიკანში კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა – დაშავდა ერთი ქალი

TV ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მოხუცი ქალი დაშავდა. 

ბორჯომის მერის თქმით, შენობიდან ამ ეტაპისთვის მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია, კორპუსს კი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების დადგენას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები