ჩინეთი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა ყოფილ პრეზიდენტს დაატოვებინეს [VIDEO]

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰუ ძინტაოს ატოვებინებენ ადგილს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული ყრილობის დახურვის ცერემონიაზე, პეკინში, 2022 წლის 22 ოქტომბერი
REUTERS/Tingshu Wang  

ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტს, ჰუ ძინტაოს კომუნისტური პარტიის ყრილობა მოულოდნელად დაატოვებინეს

ყრილობაზე Reuters-ის წარმომადგენლის ცნობით, სი ძინფინგის წინამორბედი 79 წლის ჰუ პრეზიდენტის გვერდით იჯდა. იგი დიდი დარბაზიდან ორმა მანდატურმა გაიყვანა. 

AFP-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანდატურები ჰუს ადგილიდან დაძვრას ცდილობენ, ყოფილი პრეზიდენტი კი შეშფოთებული უყურებს იქ მსხდომ მაღალჩინოსნებს. შემდეგ ჰუმ სცადა, სი ძინფინგის საქაღალდეზე დადებული ფურცლის აღება, თუმცა ჩინეთის პრეზიდენტმა წინააღმდეგობა გაუწია. 

ჩინეთის უმაღლესმა კანონმდებელმა ლი ჟანშუმ, რომელიც ჰუს მარჯვნივ იჯდა, ყოფილი პრეზიდენტის საქაღალდე მანდატურს გადასცა.

ინციდენტის ვიდეო უჩვეულოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ღონისძიებების ზედმიწევნითაა გაწერილი.

მართალია, ვიდეო ფართოდ გავრცელდა Twitter-ზე, მაგრამ ჩინეთის მკაცრად კონტროლირებულ სოციალურ მედია პლატფორმებზე არ იძებნება. ცერემონიას სახელმწიფო მედია აშუქებდა - არც სახელმწიფო ტელევიზიის კადრებში მოხვდა ეს სცენა. 

კომენტარები