ბელარუსი

ბელარუსის თქმით, სამხედრო მზადყოფნის შემოწმებების მიუხედავად, მობილიზაცია არ იგეგმება

ბელარუსი და რუსი სამხედროები ერთობლივ წვრთნებზე
ვიქტორ ტოლოჩკო

ბელარუსში სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო, რომლის დროსაც, ხდება მოქალაქეებს სამხედრო პუნქტებში დაბარება და მათი მათი სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მონაცემების შემოწმება. 

 თუმცა, ქვეყნის ოფიციალური ინფორმაციით, მობილიზაცია დაგეგმილი არ არის. 

ბოლოს სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება ბელარუსში სექტემბრის ბოლოს ჩატარდა.

"სამხედრო რეგისტრაციისა და ჯარში გაწევრიანების აქტივობები მკაცრად რუტინულია და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება". – წერია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

10 ოქტომბერს ბელარუსი და რუსეთი საერთო რეგიონული სამხედრო ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

ბელარუსი რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში აქტიურად ეხმარება. ომის საწყის ეტაპზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შესაჭრელადაც გამოიყენეს. ბელარუსიდან მეზობელ ქვეყანაზე ხორციელდება სარაკეტო იერიშებიც. 

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა და იერიშის შემთხვევაში კიევს დაემუქრა კიდეც. ამჟამად ბელარუსში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.

კომენტარები