რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

108 უკრაინელი ქალი ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლდა – მათი უმეტესობა მებრძოლია

Unian

108 უკრაინელი ქალი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა - 12 ადამიანის გარდა, ყველა მათგანი მებრძოლია. 

ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა. 

"დღეს ტყვეთა მორიგი მასშტაბური გაცვლა მოვახერხეთ. განსაკუთრებით ემოციურია ის, რომ ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს ქალი ტყვეების პირველი გაცვლა იყო. ტყვეობაში იყვნენ დედები და შვილები, რომელთაც ოჯახის წევრები ელოდებოდნენ". - თქვა მან. 

მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული 37 ქალი აზოვსტალიდან იყო ევაკუირებული, გათავისუფლებულია 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის, 35 ქალი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 უკრაინის საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან. გათავისუფლებულებს შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.  

ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე აიყვანეს. 

კომენტარები