რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში დრონებით დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს – კლიჩკო

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის მიერ ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს, ნანგრევებში კი კიდევ ერთი ადამიანი რჩება.

"შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს". – წერს კლიჩკო.

17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა. შევჩენკოს რაიონი რუსეთის სამიზნე იყო 10 ოქტომბერსაც, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი იერიშები მიიტანეს.

კომენტარები