უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს

რუსთავი ორი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს. მას საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით დახვდნენ. ედიშერ კვარაცხელიას ხვალ, 18 ოქტომბერს დაკრძალავენ.

ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. ის დონეცკთან ბრძოლებს ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები