რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: 20 მებრძოლის ტყვეობიდან გათავისუფლება შევძელით

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ ტყვეების გაცვლის ფარგლებში 20 მებრძოლის დაიბრუნა.

"ჩვენები სახლში ბრუნდებიან. ტყვეების მორიგი გაცვლა, სიხარულის მორიგი წამები და იმის გაცნობიერება, რომ დღეს ბევრი ოჯახისთვის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. 20 ადამიანის ტყვეობიდან გათავისუფლება შევძელით". - თქვა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულთაგან 14 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლია, 4 ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი, 1 ეროვნული გვარდიის წევრი, 1 კი სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი. მისივე ცნობით, ტყვეობიდან გათავისუფლებულები სამედიცინო შემოწმებას გადიან.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენი სამხედრო ტყვე გადასცა უკრაინამ სანაცვლოდ რუსულ მხარეს.

კომენტარები