რუსეთი

პესკოვის მტკიცებით, დააკავეს დივერსანტები, რომლებიც თურქული ნაკადის აფეთქებას ცდილობდნენ

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთში დააკავეს დივერსანტები, რომლებიც, გაზსადენი თურქული ნაკადის აფეთქებას ცდილობდნენ. 

აქამდე, 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინული მხარე თურქული ნაკადის აფეთქების მცდელობაში დაადანაშაულა.

გაზსადენი თურქული ნაკადი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. გაზსადენს აქვს ორი ნაკადი, რომლიდანაც ერთი ბუნებრივ აირს თურქეთს აწვდის, მეორე კი, თურქეთის გავლით, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას.

კომენტარები