უკრაინა-საქართველო

#DefendingUkraine – ხვალ, 14 ოქტომბერს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ტაბულა

#DefendingUkraine - ხვალ, 14 ოქტომბერს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალ უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს - უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

14 ოქტომბერს თბილისი შეუერთდება მსოფლიო კამპანიას #DefendingUkraine. საზეიომო აქციაზე  უკრაინის დამცველებს მიაგებენ პატივს.

"აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან "დაცვის წრეში", თითქოს იცავენ მონუმენტს - თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: "როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე". - წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზაროტები არიან: უკრაინელი აქტივისტები საქართველოში, სამოქალაქო მოძრაობა შეცვალე და სირცხვილია, დემოკრატიის მცველები, უკრაინელები საქართველოში, უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია "Svitanok", ყვარლის ევროკლუბი.

კომენტარები