რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა Meta ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერალურმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Meta ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა.

რუსეთში Facebook-ისა და Instragram-ის მშობელი კომპანია Meta უკვე აკრძალული იყო, ხოლო ახალი აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს გაყინონ მათი ანგარიშები და შეაჩერონ მათი მომსახურება.

2022 წლის მარტში Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომაც, რომელიც აცხადებდა, რომ Meta-ს მენეჯმენტი მომხმარებლებს უკრაინიდან უფლებას აძლევდნენ საჯაროდ მოეწოდებინათ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობა.

აღსანიშნავია, რომ მარტის გადაწყვეტილება არ ეხებოდა WhatsApp-ის აპლიკაციას, რომელიც ასევე Meta-ს ეკუთვნის.

კომენტარები