ბელარუსი

ლუკაშენკომ ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოება სრულად საკუთარ თავს დაუქვემდებარა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ახალი ცვლილების მიხედვით, ბელარუსის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები მთლიანად საკუთარ თავს დაუქვემდებარა. ბრძანებას ლუკაშენკომ ხელი 10 ოქტომბერს მოაწერა.

აქამდე ბელარუსის КГБ ექვემდებარებოდა ბელარუსის მთავრობასა და უშიშროების საბჭოსაც. 

ამას გარდა, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების ეროვნულ ინსტიტუტს შეეცვალა სახელი და დაერქვა ეროვნული უსაფრთხოების აკადემია.

10 ოქტომბერს გამართულ უსაფრთხოების სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოს შეთანხმების ფარგლებში, ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთობლივი რეგიონალური ძალების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ბელარუსი დიქტატორი უკრაინას დაემუქრა, რომ თუ ბელარუსის 1 მეტრსაც მაინც შეეხებიან, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

კომენტარები