რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაკავება დაიწყო.

"რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული "შეტევები" დაიწყო. ცენტრისკენ მოძრაობა შეფერხებულია", - აღნიშნა დაზრვევის წყარომ.

დაზრვევის ცნობით, ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დივიზიის პროგრამები - რუსული გვარდიის "ელიტა". ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ გადაადგილდებიან.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

კომენტარები