რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო გზით დახმარება, რუსეთთან შეტაკების რისკს ზრდის – აშშ-ში რუსეთის ელჩი

HIMARS-ის სისტემა

ამერიკის შეერთებული შტატებში რუსეთის ელჩის ინფორმაციით, აშშ-ს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება გაგზავნასთან დაკავშირებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის.

"მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეწყვიტოს მისი პროვოკაციული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ყველაზე მძიმე შედეგები გამოიწვიოს". - თქვა რუსეთის ელჩმა.

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც მოიცავდა 18 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), თანმხლებ საბრძოლო მასალას, სხვადასხვა ტიპის კონტრდრონებისა და სარადარო სისტემებს.

HIMARS-ის სროლის სიზუსტე და გასროლის დიაპაზონი კიევს საშუალებას აძლევს, შეამციროს რუსეთის საარტილერიო უპირატესობა.

ამ უსაფრთხოების პაკეტის გათვალისწინებით, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყებიდან 16.8 მილიარდი დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.

კომენტარები