რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $1.1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

HIMARS-ის სისტემა

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ $1.1 მილიარდის პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პაკეტით უკრაინა დამატებით მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებს HIMARS-ს, საბრძოლო მასალებს, უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებსა და რადარებს მიიღებს.

კომენტარები