ვიოლა ფონ კრამონის გამონათქვამები ჩემთვის არც ბიბლიაა და არც რაღაც ჭეშმარიტება, რომელიც არ გადაიხედება და საკამათო არ არის. როგორც ჩანს, ეს თქვენთვის არის. ჩემთვის ეს ასე არ არის. ჩემთვის არის სიმართლე. თუ ფონ კრამონი სიმართლეს იტყვის, დავეთანხმები და თუ ტყუილს იტყვის, იმაში არ დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ტყუილია. თუ რამე უფრო სპეკულაციურს იტყვის, ვიტყვი, რომ ეს სპეკულაციაა და ყოველ ჯერზე ასე ვიქცევი.
tbl.ge/65en
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ თბილისში ყოფნის დროს მას ნიკა გვარამიას მონახულებაზე უარი უთხრეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




