ქართული ოცნება

კალაძე: ძალამ, რომელმაც 2012-ში ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, გამარჯვების 10 წელი მოიტანა

1 ოქტომბერი - თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული.

ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი.

ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

წერს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები