რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

პრეზიდენტი: ყალბი რეფერენდუმების გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.  

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას! 

ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას. 

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა.

კომენტარები