სახალხო დამცველის ანგარიში

ღუდუშაური ლომჯარიას ანგარიშზე: ორღობის ჭორაობაა და მეტი არაფერი

თითქოს, ესა თუ ის საკითხი მტკიცებით ფორმაში, მისი ხედვით კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, თუმცა, სინამდვილეში, რეალურად არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულებები გარდა ერთისა, ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოს ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ლომჯარიამ თქვა, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა.

კომენტარები