სახალხო დამცველის ანგარიში

წულუკიანი: იმაზე, რაც შექმნა სტალინმა, პასუხისმგებელი დღეს იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება

მე ვერ მივიღებ კრიტიკას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა და ამ დროს ვიხილავთ 2019 წლის მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში. ასევე ვერ დავეთანხმები იმას, რომ თითქოს როდესაც წულუკიანმა გაიერთიანა ციხეების სისტემა, მაშინ აღორძინდა რაღაცა ტიპის სუბკულტურა. ის, რაც შექმნა სტალინმა, ამაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება დღეს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი დღეს პასუხს აგებს იმაზე, რომ გააგრძელოს ორგანიზებულ  დანაშაულთან ბრძოლა.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის შემდეგ. კომიტეტზე ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციხეებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ. წულუკიანისთვის ანგარიშის შინაარსი მიუღებელია, მინისტრმა მას არაპროფესიონალურსი უწოდა.

კომენტარები