რეკლამა

(რ) area.ge - უძრავი ქონების ლიდერი პლატფორმა

უკვე სამი წელია, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებობს უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge, რომელიც ძალიან მოკლე დროში გახდა ბაზრის ლიდერი. მან შეძლო და მოახერხა, შეეცვალა უძრავი ქონების აგენტების, მესაკუთრეების, დეველოპერების, თუ გაყიდვით დაინტერესებული პირების ქცევა ქონების ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარადგინა და მომხმარებელს შესთავაზა ისეთი სერვისები და მომსახურება, რაც ბევრად უფრო აადვილებს პროცესებს და რაც მთავარია, ერთ სივრცეში აერთიანებს მათ.  

საიტის მარტივი ინტერფეისი ადვილად სამართავი და გასაგებია ნებისმიერი ადამიანისთვის. ბინების დიდი არჩევანი კი ის მთავარი ფასეულობაა, რაც არეას მოთხოვნადს ხდის.  

საიტზე წარმოდგენილია როგორც კერძო მესაკუთრეების ქონება, ასევე დეველოპერული კომპანიების შეთავაზებები. შესაბამისად, სურვილისამებრ, პლატფორმაზე შეგიძლიათ მოძებნოთ ბინები როგორც ძველ აშენებულ კორპუსებში, ასევე ახალ აშენებულში, ან მშენებარეში. 

არეას პარტნიორობა დეველოპერულ კომპანიებთან დამატებით სარგებელს იძლევა მომხმარებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ სპეციალური შეთავაზებების  შესაძლებლობა და გარდა ამისა, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე, დეტალურად დაათვალიერონ და შეაფასონ ის.    

უძრავი ქონება area-ზე მხოლოდ ბინებით არ შემოიფარგლება, აქ ასევე შესაძლებელია, ნახოთ მიწები, აგარაკები, საოფისე თუ კომერციული ფართები სხვადასხვა ლოკაციაზე. 

პლატფორმაზე არსებული დახვეწილი ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ უბანში, ქალაქსა თუ ქუჩაზე. 

area.ge-ზე ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ავტომატურ რეჟიმში ეძებს დუბლირებებს, სხვადასხვა განმთავსებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს აჯგუფებს და ერთ ფორმატში სთავაზობს მომხმარებელს. ასევე, ონლაინ რეჟიმში ადგენს უძრავი ქონების დაახლოებით საბაზრო ღირებულებას, როგორც გაყიდვის, ასევე ყოველთვიური გაქირავების შემთხვევაში.

გარდა ამისა, არეა იძლევა საშუალებას არამარტო მოძებნოთ სასურველი ქონება საიტზე, არამედ ფინანსური საკითხიც მოაგვაროთ. პირდაპირ არეას საიტიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი შერჩეულ ქონებაზე. 

არეაზე წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას თან ახლავს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რასაც ავტომატურ რეჟიმში გადაჰყავხართ იმ აპლიკაციის შესავსებად, რომლის მეშვეობითაც აგზავნით სესხის მოთხოვნას ბანკში. 

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და იმეილი - საკმარისია იმისთვის, რომ გააგზავნოთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა ერთდროულად სამ - საქართველოს, თიბისის და ტერა ბანკებში. 

მონაცემების დამუშავების შემდეგ დაგიკავშირებდათ ბანკის წარმომადგენელი და გააგრძელებს სესხის აღების პროცედურას. მოკლე დროში კი, შეძლებთ იცხოვროთ ახალ სახლში. 

საუკეთესო მეგზური უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან არის area.ge, რომელიც ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და სარგებელზე,.

კომენტარები