2022 წელს გარდაცვლილები

რეპერი COOLIO გარდაიცვალა

NY Times

59 წლის ასაკში ამერიკელი რეპერი Coolio გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მუსიკოსის მენეჯერის თქმით მუსიკოსი მეგობრის სახლში, აბაზანაში გონებადაკარგული იპოვეს, ადგილზე გამოძახებულ სასწრაფაოს რეპერი გარდაცვლილი დახვდა. მენეჯერის აზრით სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

არტის ლეონ აივი ჯუნიორი, იგივე Coolio ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა შემსრულებელს 1995 წელს გამოშვებულმა ჰიტმა Gangsta's Paradise მოუტანა. კომპოზიციამ რეპერს გრემი მოუტანა, სიმღერას Youtube-ზე ამ დროისთვის მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს. ქულიომ 90-იან წლებში სამი კომერციულად წარმატებული ალბომი გამოსცა. იყო კულინარიული შოუს Cookin' with Coolio-ს წამყვანი, მოგვიანებით გამოსცა რეცეპტების წიგნი. შესრულებული აქვს ათობით როლი კინოში.

კომენტარები