ჩეხეთი

ჩეხეთში აქტივისტები ენერგეტიკულ კრიზისს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას აპროტესტებენ

აქცია ჩეხეთში

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახელწოდებით "ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ ადგილზე".

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები ულტრა მემარჯვენე ძალები არიან.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებებს აპროტესტებენ. ამასთან ერთად NATO-დან და ევროკავშირიდან ჩეხეთის გასვლას მოითხოვენ. ანალოგიური აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

აღნიშნული ჯგუფის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია სექტემბრის დასაწყისშიც გაიმართა, რომელსაც 70 000-მდე ადამიანი დაესწრო.

კომენტარები