გენოციდის აღიარების კამპანია

ჩერგოლეიშვილი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რომ ახალდაბელ ქალებს ოცნება უხდებათ

აქციაზე სიტყვით არ გამოსულა არცერთი პოლიტიკოსი, არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ცუდია, პირიქით, პოლიტიკა ცუდია ბინძური, არაპატიოსანი ხალხის ხელში, თორემ პატიოსანი ხალხის ხელში პოლიტიკა დიდებული რამეა, იმიტომ, რომ პოლიტიკა ქმნის ერთ დროს შეუძლებელს გარდაუვლად და ასეთ თემად მიმაჩნია მე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვთვლით, რომ არასოდეს საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა თავისი ეროვნული მიზნის ასრულებასთან.

აქ ახალდაბელი ქალები საუბრობდნენ და ჩემთვის რაც ყველაზე ძვირფასია, ამ ქალებს თავისი ოცნება უხდებათ, რადგან აქამდე დაჩაგრული მსხვერპლები იყვნენ და უკრაინი თავგანწირვამ შესაძლებელი გახადა, რომ მათი ისტორია ხელახლა გადავიაზროთ, იმიტომ, რომ მათი ისტორიაა ის, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, გავარკვიოთ, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მოყვარე და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ამიტომ მიმაჩნია ეს თემა საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემად და ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვნად. კარგია, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებამ სწორად გაიგო, იმიტომ, რომ Twitter-ს თუ გადახედავთ, ქართული ოპოზიციური მედიისგან განსხვავებით, გადაჭედილია ამ თემით, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი.

ჩვენ, ევროპული საქართველო აუცილებლად მივაღწევთ, სანამ ოპოზიციაში ვართ, იქამდე მივაღწევთ, რომ პარლამენტები, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების პარლამენტები რეზოლუციების მიღებას დაიწყებენ იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოში გენოციდი ჩაიდინა და რომ ბუჩამდე აფხაზეთი იყო. 

თქვა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში. დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს და უკრაინის თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჯერ რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა, მოგვიანებით კი ფილმის რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა ჩვენება გაიმართა. აქცია კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი ნაწილია, რომლის მიზანია, აფხაზეთის ომში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდეს.

კომენტარები