გენოციდის აღიარების კამპანია

სააკაშვილის მომხრეები ხელს უშლიან უკრაინის სოლიდარობის გამოფენას რუსული ოკუპაციის თემაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხელს უშლიან გამოფენას, რომელიც რუსულ ოკუპაციას ეხება. მხატვარი თამარ აბუაშვილი ნახატების გაყიდვიდან შესული თანხის ჩარიცხვას უკრაინის დასახმარებელ ფონდში გეგმავს. 

ფოტოს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ნახატებს ეფარებიან საპროტესტო პლაკატებით, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს, რომელიც გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 

"სააკაშვილი რა სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდეს ამ კერპისმთრევლებმა შეხედეთ.

თამარ აბუაშვილი მხატვარი ქალია. სამ დღეში მიდის ამერიკაში საცხოვრებლად - პერსპექტივას ვერ ხედავს ამ ქვეყანაში. წასვლამდე სურს, თავისი კვალი დატოვოს და რუსულ ოკუპაციაზე გაკეთებულ ნამუშევრებს ყიდის, რომ უკრაინელებს გადაურიცხოს. ასე ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვებაზე გადის მისი მომავალი და საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა.

ეს მანქურთები წინ დაუდგნენ და არ აცდიან გამვლელებს რომ ნახატები დაათვალიერონ და შეიძინონ. ასეთ სამარცხვინო მაოხრებელ გზირად აქციეს და ასე გაასაზიზღრეს ის უბედური. ამ ორკების სათრევად იქცა - როგორ შეიძლება ამ საზიზღრობამ თანაგრძნობა გამოიწვიოს?" – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

გამოფენა კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი ნაწილია. კამპანია მიზნად ისახავს, რომ აფხაზეთის ომში რუსული შენაერთების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები ქართველების გენოციდად შეფასდეს. 

კამპანიის ფარგლებში დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე მსვლელობა გაიმართება რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის მიმართულებით, რის შემდეგაც, პარლამენტის წინ მოეწყობა ფილმის რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა ჩვენება. 

კომენტარები