ბადრი ესებუას საქმე

გომელაური: ბადრი ესებუას ვეძებთ – უკვე სახუმაროსავით თემა გახდა

ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა. არაერთხელ ავხსენი. ეს უკვე გახდა სახუმაროსავით თემა. სახუმარო არ არის. 5-ჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ – არის ადამიანი, რომელსაც 18-20 წელი ვეძებდით, შარშან, 2021 წელს დავაკავეთ, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს, ეს ჩვეულებრივი თემაა, მაგრამ ვერ დააკავეს. ისე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე პირველ რიგში ვთვლი, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, მაგრამ ნეტავ ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს. არ ვიცი, შეიძლება [დატოვა ქვეყანა].

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 2021 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა.

კომენტარები