რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს, ეს არასდროს უნდა მოხდეს" – ბაიდენი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდის გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე ნიუ-იორკი, აშშ
REUTERS/Kevin Lamarque

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრით გაეროს ძირითად პრინციპებს არღვევს. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი "უპასუხისმგებლოდ" იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ იმუქრება. 

"ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და ეს არასროს უნდა მოხდეს", - აღნიშნა ბაიდენმა პუტინის საპასუხოდ.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო. ამასთანავე, აღნიშნა, რომ გაეროს დაახლოებით 40 წევრი სახელმწიფო უკრაინას დაფინანსებითა და იარაღით ეხმარება.

"გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში და ცდილობდა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან გაქრობას. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები", - თქვა ბაიდენმა.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

ამავე გამოსვლაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მუქარა გააჟღერა.

კომენტარები