რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოლცი: პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს იმპერიულ ამბიციებს, თუ გაიაზრებს, რომ ომს აგებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი  

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს თავის იმპერიულ ამბიციებს, თუ გაიაზრებს, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს

"სწორედ ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის ნაკარნახევ მშვიდობას და ამიტომ, უკრაინამ ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარების მოგერიება უნდა შეძლოს". - თქვა შოლცმა. 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაბრუნებული იმპერიალიზმი კატასტროფა არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული სამშვიდობო წესრიგისთვისაა. ასევე, შოლცმა გაეროს მოუწოდა, დაიცვას მსოფლიო იმ ძალებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "სუსტები ძლიერებმა უნდა მართონ". 

"ჩემი შეკითხვა შემდეგია: უმწეო მზერით ვუყურებთ რუსეთს, რომელსაც სურს, რომ დაგვაბრუნოს ისეთ ეპოქაში, სადაც ომი პოლიტიკური ნების მიღწევის საშუალებაა, ხოლო კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები საზოგადოების მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის არსებობს? თუ ერთად უზრუნველყოფთ იმ რეალობის შექმნასა და დაცვას, სადაც 21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალპოლუსიან სამყაროდ დარჩება? ჩემი პასუხია, რომ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ. 

კომენტარები