ივანიშვილის დეპუტატები

ხუნდაძე: ახლოს ვართ არა ამერიკულ მორჩილებასთან, არამედ იმასთან, თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს

პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის [კელი დეგნანი] კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, "უფროსი ძმა ყოველთვის მართალია". ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, "ამერიკული მონობა ჯობია რუსულს". არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება. 

დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან. ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!  

ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს ეხმაურება

კომენტარები