რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ვაფასებთ ჩინეთის დაბალანსებულ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინს შორის შეხვედრა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შედგა. 

პუტინის თქმით, მას ესმის, რომ პრეზიდენტ სის აქვს კითხვები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს კონფლიქტის შესახებ გამოჩენილი "დაბალანსირებული" პოზიციისთვის.

"ჩვენ ღრმად ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსირებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან მიმართებით. [...] გვესმის თქვენი კითხვები და ინტერესი ამის მიმართ. დღევანდელი შეხვედრის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა განგიმარტავთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ დეტალურად აგიხსნით ჩვენს პოზიციას ამ საკითხის შესახებ, თუმცა, ამის შესახებ ადრე უკვე ვისაუბრეთ". – თქვა პუტინმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები