რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ამ მომენტისთვის, სრულ მობილიზებას არ განვიხილავთ

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთი კვლავ არ განიხილავს სრულ   მობილიზებას. 

"ამ მომენტისთვის, ამ საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს". – თქვა პესკოვმა.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტების მიერ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას და აღნიშნა, რომ რუსები ერთიანად აგრძელებენ პრეზიდენტი პუტინის მხარდაჭერას.

"რუსები მხარს უჭერენ პრეზიდენტს და ეს ხალხის განწყობით დასტურდება. ხალხი ერთიანდება სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებების გარშემო. [...] რაც შეეხება სხვა, კრიტიკულ შეხედულებებს, მანამ, სანამ ეს კანონის ფარგლებში ჯდება, არის პლურალიზმი, მაგრამ ზღვარი ძალიან, ძალიან ვიწროა და ასეთ დროს ნებისმიერს დიდი სიფრთხილეა მართებს".– თქვა პესკოვმა.

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს. უკრაინამ შედეგად ორ მთავარ ქალაქზე - კუპიანსკისა და იზუმზე დაიბრუნა კონტროლი. 

რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. განაცხადების მიხედვით, მათი "გადაჯგუფების" მიზეზი დონეცკში ძალისხმევის გაძლიერებაა.

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები