არჩევნები 2024

ჯაფარიძე ელექტრონულ არჩევნებზე: ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის

"ელექტრონულად ჩატარება"-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა.

"საქართველოში" იგულისხმება ურბანული ცენტრები.

სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე.

და საარჩევნო ბარიერის გაუქმება.

მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს.

ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის.

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, Facebook-ზე ქართული ოცნების ინიციატივას ეხმიანება. ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.

კომენტარები