საგარეო ვაჭრობა

წინა წელთან შედარებით ექსპორტი 36.6%-ით გაიზარდა, იმპორტი – 36.5%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 936.1 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 571.3 მლნ დოლარია (+36.9%), ხოლო იმპორტი - 8 364.7 მლნ დოლარი (+36.5%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4 793.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები