რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: სპეციალური ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველი მიზნები არ მიიღწევა

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მიაღწევს უკრაინაში ყველა მიზანს. 

"სპეციალური ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ თავდაპირველი მიზნები არ მიიღწევა".- განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე. 

უკრაინის კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა მისი უკანდახევა სტრატეგიულ გადაჯგუფებად წარმოეჩინა.

პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა იცის რუსული ჯარების აღნიშნული "გადაჯგუფების" შესახებ. 

"რა თქმა უნდა, სპეცოპერაციის დროს არმიის ყველა ქმედება ეცნობება უზენაეს სარდალს, პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაშია თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო ლიდერთან".- ამბობს პესკოვი. 


უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები