რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, კონტრშეტევითი ოპერაციები კი რამდენიმე მიმართულებით წარმატებით გრძელდება.

"ამ დროისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს". - თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიებს რამდენიმე მიმართულებით ამოწმებენ. 

"ჩვენ თანდათან ვიღებთ კონტროლს ახალ დასახლებებზე. უკრაინის დროშას ყველგან ვაბრუნებთ და ჩვენი ხალხის დაცვას ვაგრძელებთ". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები