დაიღუპა ჩვილი, რომელიც დიდ დიღომში 1-ელ სექტემბერს მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას იაშვილის ბავშვთა კლინიკაში დაუდასტურეს.
1 სექტემბერს, დილით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი - ცოლ-ქმარი და ჩვილი, რომლის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღესვე კრიტიკულად მძიმე იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისინი ნიგერიის მოქალაქეები არიან.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



