ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.9 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.89 თეთრით. 6 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8705 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8510 ლარი. დოლარი ევროზე 2 თეთრით ძვირია.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.94 ლარია, ერთი ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.88 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი.

რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ბოლო დღეებში ლარი დოლართან და ევროსთან 20-20 თეთრით გაუფასურდა.  

კომენტარები