ამ ყველაფრის მიზანი არის ნათელი. მიზანი ერთადერთია, მეორე ფრონტი. არახამია ერთი მხრივ პოდოლიაკისა და დანილოვის პირით გვეუბნება, რომ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს იმ იმედით, რომ ის რაღაცნაირად ჩვენ გვთხოვს ომის დაწყებას. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში იმისთვის დაბრუნდეს, რომ ჩვენ ომის დაწყება გვთხოვოს? რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. ამაში ყველა დარწმუნებული ვართ. დავით არახამიასგან განსხვავებით, რომელიც უსამშობლო კაცია, ბიძინა ივანიშვილმა სამშობლოს ფასი ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი შანტაჟი და მუქარა, ბუნებრივია, ივანიშვილს ვერ აიძულებს, რომ მეორე ფრონტის მიმართულებით ნაბიჯი გადადგას. ეს არის მათი გაცხადებული მიზანი. ამაზე ღიად საუბრობდნენ დანილოვი და პოდოლიაკი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ახლა შანტაჟით ცდილობენ, რომ საქმე აქეთკენ წაიყვანონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსებიან.
tbl.ge/64f8
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და 11 საქართველოს მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული ამოცანაა
- ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას - ზელენსკი საქართველოზე
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას
- სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით
- ოცნებამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეამცირა




