Tbilisi International Conference 2022

რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ – პაპუაშვილი Tbilisi International Conference 2022-ზე

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას არ დაესწრება, რადგან "რადიკალიზაციის ნორმალიზებას" ხელს ვერ შეუწყობს. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშველოვანი განხილვაა, თუმცა აღნიშნავს, რომ "საქართველოს პერსპექტივიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების ლეგიტიმაცია". 

მისი თქმით, ამ კონფერენციის ფარგლებში გაკეთებული კომენტარები სწორედ რადიკალიზაციის გაღმავებისკენ არის მიმართული. 

" აქ არის ერთი ასპექტი, ჩვენ მათ შორის ამ კონფერენციის დაწყებისას ვნახეთ, გაკეთდა კომენტარები, მაგალითად ევროპული საქართველოდან, რომ ეს კვლავ რეჟიმის ცვლილებაზე და პარლამენტის დელიგიტიმაციისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის ბანერებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ და მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მხრივ და რა თქმა უნდა, მე პირადად ვერანაირად წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები".- ამბობს პაპუაშვილი. 

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა.

კომენტარები