Tbilisi International Conference 2022

რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა ახალისებს რადიკალიზმს – პაპუაშვილი კონფერენციაზე

გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს.

იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელებზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ მოგიწოდებენ, რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები - ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა.  ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის - დიდება უკრაინას - შესახებ.

2020 წლის არჩევნების გაყალბების მოტივით პარლამენტში მუშაობაზე ოპოზიციამ უარი თქვა, თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ, მათი უდიდესი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. შეთანხმებას არ შეუერთდა და მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ და პარტიის დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ასევე, ლეიბორისტულმა პარტიამ. მოგვიანებით, ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტში შესვლა მოინდომა, თუმცა, ქართული ოცნებისგან უარი მიიღო. 2021 წლის შემოდგომაზე მანდატი საბოლოოდ დატოვა გირჩის ლიდერმა  - ზურა ჯაფარიძემ. ამ

კომენტარები