Tbilisi International Conference 2022

კობახიძე კონფერენციაზე: ორგანიზატორები აფილირებულები არიან რადიკალურ ოპოზიციასთან

ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან პირდაპირ პოლიტიკურად აფილირებული იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ და რომელიც არის რეალურად რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მისაღები არ არის. ის, რომ პოლიტიკური მიკერძოება არსებობს, ეს თვალსაჩინოა, თუნდაც შემადგენლობიდან. თუ დააკვირდებით, ვის იწვევენ, თუნდაც ევროპარლამენტიდან, თუნდაც ქართული პოლიტიკური ძალის რომელ ლობისტებს, თუ ვინ არის შიდა შემადგენლობა...

ჩვენ რადიკალიზმს ნორმად ვერ წარმოვაჩენთ, მით უმეტეს, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი გვეუბნება, რომ დეპოლარიზაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა. როგორც კი შენ რადიკალურ ძალებს მისცემ თუნდაც მცირე ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ პოლარიზაციას. ამ კონფერენციაში მონაწილეობით ჩვენ ამას გავაკეთებდით და არ გავაკეთეთ... ზუსტად ის ადამიანები არიან გამომსვლელებად შერჩეული, რომლებიც ამ რადიკალურ დღის წესრიგს ახორციელებენ საქართველოში ან გარედან ხელს უწყობენ. მოწვევას რაც შეხება, თუ არ ვცდები, მხოლოდ ჩვენს ორ წარმომადგენელზე იყო გამოგზავნილი მოწვევა თვითონ დისკუსიაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. მხოლოდ ორი ადამიანი იყო მოწვეული მაშინ, როდესაც გამომსვლელი ძალიან ბევრია. ესეც აჩვენებს იმას, თუ რა ნიშნით ხდებოდა მთლიანად ამ სიის და დღის წესრიგის ფორმირება. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ერთერში თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. Tbilisi International Conference 2022 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა.

კომენტარები