Nirvana

NIRVANA-მ საკუთარ ალბომზე გამოსახულ კაცს საბაშვო პორნოგრაფიაზე დავა მოუგო

BeFunky

ალბომ Nevermind-ის ყდის საქმე ამჯერადაც Nirvana-ს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ ბენდის წინააღმდეგ შეტანილი მეორე საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

2021 წელს, სპენსერ ელდენმა, რომელიც 4 თვის ასაკში როკ ბენდ Nirvana-ს ალბომის Nevermind ყდაზე შიშველი გამოჩნდა, ლეგენდარულ ჯგუფს სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის უჩივლა.

ელდენმა პირველი სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში 24 აგვისტოს შეიტანა. ის ამბობს, რომ მას ამ ფოტოსგან სამუდამო ზიანი აქვს მიღებული. მბრალდებელი ასევე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ის 4 თვის იყო, მის კანონიერ მეურვეებს არასდროს მოუწერიათ ხელი "სპენსერ ელდენის რომელიმე სურათის ნებართვით გამოყენებაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების კომერციულ ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვაზე".

2022 წლის 4 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ დავა არასაკმარისი მტკიცებულების გამო შეწყვიტა, ელდენმა მალევე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 

ბენდის დარჩენილმა წევრებმა საპასუხო სარჩელი 2021 წლის დეკემბერში შეიტანეს. 

"ელდენის ჩივილი, რომ Nevermind-ის ალბომის გარეკანის ფოტო "ბავშთა პორნოგრაფიაა" არასერიოზულია" - თქვა ჯგუფის ადვოკატმა.

4 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ დავა არასაკმარისი მტკიცებულების გამო შეწყვიტა, თუმცა ელდენს გასაჩივრების უფლება დაუტოვა.

Nevermind გრანჟ ბენდის რიგით მეორე, ყველაზე პოპულარული ალბომია, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. 

კომენტარები