ცნობილი გრანჯ ჯგუფის Nirvana-ს სოლისტის კურტ კობეინის მეგობარმა ჯონ პერკმა, რომელიც ვაშინგტონელი მუსიკოსია, YouTube-ზე ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც მისი მტკიცებით, ჯგუფის სიმღერების ადრეული ჩანაწერებია და მას თავად კობეინმა გადასცა 1980-იანი წლების ბოლოს. საერთო ჯამში, სულ 4 ჩანაწერია, რომელიც სრულად 2 საათს გრძელდება.
პერკმა ასევე ჩაწერა ვიდეო, სადაც ხსნის, რომ ის წლების მანძილზე ინახავდა ჩანაწერებსა და ხელნაწერებს მეტალის ყუთებში და იშვიათად ახსენებდა თავის ძვირფას მეგობარს.
"მე ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიცოდი, რომ საკოლექციო ნივთები მქონდა,"- ამბობს ის.
კურტ კობეინმა ცხოვრება 1994 წელს, 27 წლის ასაკში სუიციდით დაასრულა.