Nirvana

NEVERMIND-ის ყდის ბავშვმა NIRVANA-ს სექსუალური ექსპლუატაციისთვის მეორედ უჩივლა

Deadline

სპენსერ ელდენმა, რომელიც 4 თვის ასაკში როკ ბენდ Nirvana-ს ალბომის Nevermind ყდაზე გამოჩნდა, ლეგენდარულ ჯგუფს სექსუალური ექსპლუატაციისთვის მეორედ უჩივლა.

ელდენმა პირველი სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში 24 აგვისტოს შეიტანა. ის ამბობს, რომ მას ამ ფოტოსგან სამუდამო ზიანი აქვს მიღებული. მბრალდებელი ასევე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ის 4 თვის იყო, მის კანონიერ მეურვეებს არასდროს მოუწერიათ ხელი "სპენსერ ელდენის რომელიმე სურათის ნებართვით გამოყენებაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების კომერციულ ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვაზე".

ბენდის დარჩენილმა წევრებმა საპასუხო სარჩელი 2021 წლის დეკემბერში შეიტანა. 

"ელდენის ჩივილი, რომ Nevermind-ის ალბომის გარეკანის ფოტო "ბავშთა პორნოგრაფიაა" არასერიოზულია" - თქვა ჯგუფის ადვოკატმა.

4 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ დავა არასაკმარისი მტკიცებულების გამო შეწყვიტა, თუმცა ელდენს გასაჩივრების უფლება დაუტოვა.

Nevermind გრანჟ ბენდის რიგით მეორე, ყველაზე პოპულარული ალბომია, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. 

კომენტარები