Twitter

დემოკრატია, ბურგერები, მატარებლები, თავისუფლება – ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდი Twitter-ზე

"მატარებლები" - პირველ სექტემბერს აშშ-ს ეროვნული სარკინიგზო სამგზავრო კორპორაციის, Amtrak-ის ამ პოსტით ახალი, ერთსიტყვიანი ტვიტების ტრენდი დაიწყო

მემი, სახელად ბრენდები პოსტავენ ერთ სიტყვას, მონაცემთა ბაზის - Know Your Meme-ის მეხედვით, კომპანიების მიერ Twitter-ზე დაწყებული ვირუსული მარკეტინგული კამპანიაა. თუმცა, პირველივე დღეს კამპანიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც ჩაერთო და Twitter-ზე "დემოკრატია" დაწერა. 

მომხმარებლები ერთი სიტყვით ცდილობენ დაახასიათონ საკუთარი საქმიანობა. Know Your Meme-ის მიხედვით, ტრენდი Amtrak-მა წამოიწო, მაგრამ მსგავს ტვიტებს 2020 წელსაც ვხვდებით - ნაკლები პოპულარობით.

ჯერ კიდევ 2011 წლისთვის ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ედ ბოლსმა შეცდობით საკუთარი სახელი დაწერა Twitter-ზე და "ედ ბოლსის" მემის დაუდო სათავე. Know Your Meme-ის ცნობით, ბოლსი საკუთარ სახელს ეძებდა, როდესაც შემთხვევით ტვიტი გამოაქვეყნა.

პირველ სექტემბერს დაწყებულ ტრენდში ჩაერთო Wendy's, რომელმაც "ბურგერი" დაპოსტა. 

The Washington Post "სიახლეებით" შეუერთდა ტრენდს. 

 NASA-ს სოციალური მედიის გუნდმა 61 მილიონზე მეტ მიმდევარს გაუგზავნა სიტყვა "სამყარო".

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტრენდში სიტყვა "დამოუკიდებლობით" ჩაერთო. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე "იარაღები" გამოაქვეყნა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი "თავისუფლება". 

 Amtrak-ის თავდაპირველი ტვიტი 163 000-ზე მეტ მოწონებაზე ავიდა.

კომენტარები