ისრაელი

სირია ისრაელს ალეპოს აეროპორტზე საჰაერო იერიშის მიტანაში ადანაშაულებს

31 აგვისტოს სირიამ ისრაელი ორ ახალ იერიშში დაადანაშაულა. პირველი იერიში ალეპოს საერთაშორისო აეროპორტთან მოხდა, მეორე კი დედაქალაქი დამასკოს შემოგარენში.

სირიის სამთავრობა მედიაში, SANA-ში ამბობენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა აეროპორტი. მათ დამატებითი ინფორმაცია არ დაუსახელებიათ.

ალეპო ჩრდილოეთ სირიაში, თურქეი საზღვართან ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია. ჩვეულებრივ, ამ რეგიონში იერიშები, რომელთაც ისრაელს მიაწერენ, იშვიათია.

ალეპოზე იერიშის შემდეგ, სირიის სამთავრობო მედია SANA-ში თქვეს, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემბი კიდევ ერთი თავდასხმის წინააღმდეგ, ამჯერად დამასკოში გააქტიურდა. სირიის მხარის მტკიცებით, მათ რამდენიმე რაკეტის მოგერიება შეძლეს.

ღია წყაროებზე მომუშავე სადაზვერვო ჯგუფის, Aurora Intel-ის ცნობით, ოთხშაბათს, 31 აგვისტოს ალეპოს აეროპორტში დაეშვა ირანის სანქცირებული თვითმფრინავი.

როგორც ძირითად შემთხვევებში, ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

გასულ დღეებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ სირიაში "ისრაელის იერიშების სახიფათო პრაქტიკას" და იერუსალიმს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

კომენტარები