ლარის კურსი

$32 მლნ-ის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 0.4 თეთრით გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.91 თეთრით. 31 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9002 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8935 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.97 ლარია, ერთი ევროსი - 2.996 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.94 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.95 ლარად.

დღევანდელ სავალუტო აუქციონზე სებ–მა ლარის კურსის გასამყარებლად გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.

რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ბოლო დღეებში ლარი დოლართან და ევროსთან 20-20 თეთრით გაუფასურდა.  

31 აგვისტოს მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9045 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9126 ლარი. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.96 ლარია, ერთი ევროსი - 2.975 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.925 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.93 ლარად.

კომენტარები