რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 11 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის 2 დაღუპულისა და 11 დაჭრილის შესახებ არის ცნობილი. 

მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. 

ახლა ძლიერი აფეთქებები ისმის ნიკოლაევსა და დროებით ოკუპირებულ ხერსონში. 

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის, სერგი ხლანის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

კახოვკას ჯგუფის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს უჭერდნენ.

კომენტარები