მკვლელობა ტყიბულში

ტყიბულში კაცმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობელი მოკლა

ტაბულა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში კაცი მოკლეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები