რუსეთი

რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაცით, იგორ და ნიკალაი გურცაევები სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ძმებს ახლობლები და სამართალდამცველები ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ. 

ნათესავებმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ძმების ცხედრები ბაიკერებმა ტყეში იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

"ჩვენ ვიძიებთ მოზარდების გარდაცვალების გარემოებებს".- განუცხადეს რუსულ მედიას რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებაში. 

კომენტარები